დანიის პრემიერ-მინისტრი – არ ვფიქრობ, რომ ბევრი დრო გვაქვს, ასე რომ, ევროპის გადაიარაღება გვჭირდება

დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპის გადაიარაღება.
„არ ვფიქრობ, რომ ბევრი დრო გვაქვს. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება ევროპის გადაიარაღება: დახარჯვა, დახარჯვა, დახარჯვა თავდაცვასა და შეკავებაზე“, – განუცხადა მეტე ფრედერიქსენმა ბრიუსელში ჟურნალისტებს, ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრის დაწყებამდე.
ბირთვულ შეკავებაზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე დანიის პრემიერმა უპასუხა:
„ჩვენ ახლა უნდა ვიმსჯელოთ ყველაფერზე, ასე რომ, მაგიდის გარშემო არსებული ყველა კარგი იდეა ჩვენი დისკუსიის ნაწილი უნდა იყოს“, – აღნიშნა მეტე ფრედერიქსენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას