დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დანიის საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების შესახებ მარკ რუტეს ესაუბრა

მეტე ფრედერიქსენი დანიის საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების შესახებ მარკ რუტეს ესაუბრა, – ინფორმაციას დანიის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.
„ახლახან ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს დანიის აეროპორტებში დრონებთან დაკავშირებული სერიოზული სიტუაციის შესახებ. შევთანხმდით, რომ ნატო დანიასთან ერთად იმუშავებს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა.
დანიის პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ალიანსი „სიტუაციას სერიოზულად განიხილავს“.
და ნატო-ს მოკავშირეები ერთად მუშაობენ იმაზე, თუ როგორც უზრუნველვყოთ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და დაცვა“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, დღეს დანიის ოლბორგის აეროპორტი, რომელიც კომერციული და სამხედრო ავიარეისებისთვის გამოიყენება, მის საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების გამო, დროებით დაიხურა. ეს მიმდინარე კვირაში დანიის საჰაერო სივრცეში დრონების გამოჩენის მეორე შემთხვევაა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო