დანიის პრემიერი – ჩვენ -ის ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე ვართ

ჩვენ -ის ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე ვართ, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.
„ჩვენ ამერიკელების მხარდამხარ მრავალი ათწლეულის განმავლობაში ვიბრძოდით. ჩვენ აშშ-ის ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საუკეთესო მოკავშირე ვართ და ამიტომ, არ მინდა, რომ დანიას ცუდი მოკავშირე უწოდონ“, – განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ დანიის ავტონომიური ტერიტორიის, გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.
ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კარგი მოკავშირე არ არის.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, , რომელიც გრენლანდიას აკონტროლებს, თავის საქმეს არ აკეთებს და კარგი მოკავშირე არ არის“, – აღნიშნა ვენსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?