დანიის პრემიერი – მკაცრად მოვუწოდებ -ს, შეწყვიტოს გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა შეწყვიტოს.
„აშშ-ის მიერ გრენლანდიის მიტაცების აუცილებლობაზე საუბარი აბსოლუტურად უაზროა. აშშ-ს არ აქვს უფლება, დანიის სამეფოს სამი ერიდან რომელიმეს ანექსია მოახდინოს“, – აღნიშნა დანიის პრემიერმა.
მისი თქმით, და შესაბამისად, გრენლანდია, ნატო-ს წევრია და მასზე ალიანსის უსაფრთხოების გარანტია ვრცელდება.
„მკაცრად მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს მუქარა ისტორიულად ახლო მოკავშირის და სხვა ქვეყნისა და სხვა ხალხის წინააღმდეგ, რომლებმაც ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ არ იყიდებიან“, – განაცხადა დანიის პრემიერმა.