დანიის პრემიერი – დანია უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერას მომდევნო 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს და უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

დანია უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერას მომდევნო 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს და ს 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა დანიის თავდაცვის მინისტრთან, ტროელს ლუნდ პოულსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში შექმნილი ყველაზე სერიოზული სიტუაციაა.
„დანიის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინამ მისთვის საჭირო სამხედრო საშუალებები მიიღოს. თუ ჩვენ ერთად არ დავდგებით უკრაინა ვერ გადარჩება და პოტენციურად შეიძლება ევროპაც ვერ გადარჩეს“, – განაცხადა მეტე ფრედერიკსენმა.
ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და ს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში დანია უკრაინას სამხედრო და სამოქალაქო სფეროში დაუჭერს მხარს.
„აღნიშნული ვალდებულებებით საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან მკაფიო და ცალსახა სიგნალს ვუგზავნით, რომ ჩვენ უკრაინას სრულად ვუჭერთ მხარს, მათ შორის გრძელვადიან პერსპექტივაში“, – აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.
მეტე ფრედერიკსენმა დანიის თავდაცვის მინისტრთან, ტროელს ლუნდ პოულსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებაც გამოაცხადა.
„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუ უკრაინას ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა სურს, მან დიდი რაოდენობით დახმარება უნდა მიიღოს. სწორედ ამ კონტექსტში წვლილის შეტანას იმ იმედით ვაგრძელებთ, რომ იგივეს უფრო მეტი სახელმწიფო არა 6 ან 12 თვის შემდეგ გააკეთებს, არამედ ახლა, როცა ამის საჭიროება ძალიან დიდია“, – განაცხადა მეტე ფრედერიკსენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში