დანიის პრემიერი: დანიას სრული ევროპული მხარდაჭერა აქვს საზღვრების დასაცავად

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა სამშაბათს, 28 იანვარს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს საერთაშორისო საზღვრების პატივისცემის შენარჩუნებას.
„მეგობრებისგან წამოსული ნათელი გზავნილი სკანდინავიურ ქვეყნებსა და ევროპაში არის ის, რომ, რა თქმა უნდა, ტერიტორიების და სახელმწიფოების სუვერენიტეტის მიმართ უნდა არსებობდეს პატივისცემა. ეს გადამწყვეტია იმ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ”,- განუცხადა ფრედერიკსენმა TV2-ს.
დანიის პრემიერს ამ კომენტარის გაკეთება მას შემდეგ დასჭირდა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სურვილი გამოთქვა გააკონტროლოს გრენლანდია, დანიის სამეფოს ნახევრად ავტონომიური ტერიტორია.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?