დანიის თავდაცვის მინისტრი – რუსეთი არ გაჩერდება და სვლას გააგრძელებს – დღეს თუ არ ვიმოქმედებთ, ხვალ უკვე გვიანი იქნება, 2-3 წლის შემდეგ “გაღვიძება” გვიანი იქნება ყველა სხვა ქვეყნისთვის

უკრაინას დღეს უნდა დავეხმაროთ, 2-3 წლის შემდეგ გვიანი იქნება. ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა ს უსაფრთხოების მე-16 ფორუმზე განაცხადა.
“რატომ ვარ დღეს აქ? რათა უკრაინის ხალხს ვესაუბრო და განვაცხადო, რომ იმდენ ხანს ვიქნებით აქ, რამდენიც საჭირო იქნება”, – განაცხადა პოულსენმა.
მან აღნიშნა, რომ ნატო-ს ქვეყნები გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა მუშაობდნენ, ვინაიდან, ს აგრესია მხოლოდ ს არ ეხება.
“რუსეთი არ გაჩერდება და სვლას გააგრძელებს. დღეს თუ არ ვიმოქმედებთ, ხვალ უკვე გვიანი იქნება. დღეს საკვანძო ფაქტორია დროის ფაქტორი. 2-3 წლის შემდეგ “გაღვიძება” უკვე გვიანი იქნება ყველა სხვა ქვეყნისთვის…
რუსეთს უნდა ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ საკუთარი თავის დასაცავად”, – განაცხადა პოულსენმა.
მან ნატო-ს ზოგიერთი ქვეყნის მიერ თავდაცვაზე არასაკმარისი თანხების გამოყოფასა და ევროპული სამხედრო-თავდაცვითი კომპლექსის პრობლემებზე ისაუბრა, კერძოდ, საარტილერიო ჭურვების წარმოების პრობლემებზე და დასავლეთის ქვეყნებს თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა.