დანიის თავდაცვის მინისტრი – დანიის საჰაერო სივრცეში დრონების გამოჩენა ჰიბრიდულ თავდასხმას წარმოადგენს

დანიის საჰაერო სივრცეში დრონების გამოჩენა ჰიბრიდულ თავდასხმას წარმოადგენს, – ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა.
ტროელს ლუნდ პოულსენის განცხადებით, მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ, დანიის საჰაერო სივრცეში დრონების გამოჩენა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
„ეჭვგარეშეა, რომ როდესაც სისტემატურ ოპერაციებზე ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი პროფესიონალ აქტორზე მიანიშნებს. მე ამას ჰიბრიდულ თავდასხმას ვუწოდებ, რომლის დროსაც სხვადასხვა ტიპის დრონების გამოყენება ხდება. ნათელია, რომ კიდევ უფრო მეტ ჰიბრიდულ ინციდენტს ვიხილავთ“, – აღნიშნა დანიის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, დანიის იუსტიციის მინისტრის, პიტერ ჰუმელგაარდის ცნობით, დრონების საფრთხის განეიტრალების მიზნით ჩამჭრელ დრონებს შეიძენს.
შეგახსენებთ, დღეს დანიის ოლბორგის აეროპორტი, რომელიც კომერციული და სამხედრო ავიარეისებისთვის გამოიყენება, მის საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების გამო, დროებით დაიხურა. ეს მიმდინარე კვირაში დანიის საჰაერო სივრცეში დრონების გამოჩენის მეორე შემთხვევაა.
სამშაბათს, დრონები კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზეც დააფიქსირეს, რის გამოც ფრენები ოთხი საათით შეჩერდა. დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ინციდენტს „ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ყველაზე სერიოზული თავდასხმა“ უწოდა და მომხდარში ს შესაძლო მონაწილეობა არ გამორიცხა.