დანიის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს დანიის ელჩი საქართველოში ტოფტ სორენსენი. ინფორმაცია სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურდა რადიო თავისუფლებას.
სავარაუდოდ, საქმე ეხება დანიურ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე მყოფ საქართველოს შეეხება. 10 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში ოლიგარქად არის მოხსენიებული მმართველი პარტიის დამფუძნებელი , რომელიც ახლა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეა.
ის, რომ ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებდნენ, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში თქვეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა.
“ისინი შიდა პოლიტიკურ პროცესებში მათი უფლებამოსილებების მიღმა ზედმეტ ჩარევასა და ზედმეტი პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას ცდილობენ ხოლმე, რაც მათი საქმე ცალსახად არ არის. დანიის ელჩის მხრიდან გაკეთებული განცხადება სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა, დეპუტატმა ბექა დავითულიანმა.
ამავე პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა მ კი თქვა, რომ ელჩის “ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა”.
“ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ეს ადამიანი აგრძელებს თავის საქმიანობას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მან გააკეთა, არის იმ საშინელი სისხლიანი რეჟიმის დამარცხება, რომელიც მასთან ერთად, ყველამ ერთად შევძელით”, – თქვა კახა კალაძემ.
დანიის საელჩომ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ “დანიური სტატიიდან ამოღებულია ამონარიდი, რომელიც ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება. საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს”.
“სტატია დანიური გაზეთისთვის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწერა. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია ს საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის, ახლად გახსნილი საელჩოს მეშვეობით მწვანე გადასვლის, მშვიდობის, სტაბილურობისა და ასევე, სხვა სფეროებში თანამშრომლობის გზით. დანია განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, რეფორმების განხორციელების კუთხით დარჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თანამშრომლობის მხარდამჭერი”, – აცხადებენ საელჩოში.