დანიის ელჩის განცხადება მიმართულია ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ და აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან – გიორგი ვოლსკი

დანიის ელჩის განცხადება მიმართულია სა და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ, მაგრამ, რეალობაში, იმ პროცესს აძლევს ბიძგს, რომელიც ახლა შენელებულია – შენელებულია დაპირისპირების ის ხარისხი, რასაც კოლექტიური “ნაცმოძრაობა” სისხლისღვრით ელოდა და არ შედგა, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი დანიის ელჩის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
გიორგი ვოლსკის თქმით, დიპლომატის აღნიშნული განცხადება “აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან”.
“როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ და არ ფიქრობ, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილიც და ამოუგლეჯავიც შეიძლება საკმაოდ დამაზიანებელი იყოს ისედაც დაძაბულ სიტუაციაში, ესე იგი ან არაპროფესიონალი ხარ, ან განზრახ აკეთებ ისეთ რამეს, რასაც გამართლება არა აქვს. ყველაზე უკეთესი თავის მართლება იქნებოდა, ეთქვა, რომ ის პროფესიონალი დიპლომატი არ არის და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, ჩამოყალიბებაზე და გაძლიერებაზე კი არ მუშაობს, არამედ მუშაობს კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, ეს გასაგები იქნებოდა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს. ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში. ეს გზები არის არაკონსტიტუციური

ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით

ევროპის პარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან გათავისუფლება – სააკაშვილისა, რომელიც ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა