დანიის ელჩის განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა | კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადება, სადაც მან ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, არის სიბინძურე.
თბილისის მერის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, ივანიშვილს რა აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული და ის თავის საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებს.
„ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ეს ადამიანი აგრძელებს თავის საქმიანობას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მან გააკეთა, არის იმ საშინელი სისხლიანი რეჟიმის დამარცხება, რომელიც მასთან ერთად, ყველამ ერთად შევძელით. 2012 წლის შემდეგ ქვეყანა განიცდის პროგრესს, ვითარდება, წინ მივდივართ, ევროინტეგრაციას კიდევ უფრო ვუახლოვდებით და ა.შ. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – ამბობს კალაძე.
კალაძე ევროპარლამენტარებსაც დაესხა თავს და ისინი “ფულის აღებაში” დაადანაშაულა:
„ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი ვიცით, როგორ იმართებიან და ფულს როგორ იღებენ. ეს ყველაფერი ლობიზმით არის შენიღბული. იმ „რუსული კანონით“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს, ჩვენ ვნახეთ, თურმე რა რეზოლუციების მიღებაა შესაძლებელი, თუ ფულს იხდი. თუ იხდი, შეგიძლია ყველაფერი აკადრებინო თუნდაც იმ ევროპარლამენტარებს. ვინც ასეთ უხამს და უმსგავსო განცხადებებს აკეთებენ, მართლაც სამარცხვინოები არიან. მათ საქართველოსთან არანაირი მეგობრული დამოკიდებულება არ აქვთ. მათ აქვთ თავიანთი ინტერესები და ამას ემსახურებიან“, – განაცხადა კალაძემ.
იხილეთ:
· საქართველოში დანიის ელჩის თქმით, ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა;
· მნიშვნელოვანი წელია, ეუთო/ოდირს და სხვა ინსტიტუციებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ არჩევნებს | იუკნევიჩიენე
· “შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს სურდეს საქართველოს პრეზიდენტობა… ამიტომ, დებიძინიზაციის ნაცვლად, შესაძლოა, ორმაგი ბიძინიზაცია მიიღოთ” | იუკნევიჩიენე
· თუ სანქციები იქნება, დამიჯერეთ, პარტიაში ოფიციალური თანამდებობა მას ვერ დაიცავს | კუბილიუსი ივანიშვილზე