დანიის ელჩის განცხადება სიბინძურეა – კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადება, სადაც მან ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, არის სიბინძურე.
„ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ეს ადამიანი აგრძელებს თავის საქმიანობას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მან გააკეთა, არის იმ საშინელი სისხლიანი რეჟიმის დამარცხება, რომელიც მასთან ერთად, ყველამ ერთად შევძელით. 2012 წლის შემდეგ ქვეყანა განიცდის პროგრესს, ვითარდება, წინ მივდივართ, ევროინტეგრაციას კიდევ უფრო ვუახლოვდებით და ა.შ. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება”, – აცხადებს თბილისის მერი.

ასევე დაგაინტერესებთ