დანიის ევროპის საქმეთა მინისტრი – საქართველო დღითიდღე უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს

გაფართოება არის დანიის თავმჯდომარეობის სტრატეგიული პრიორიტეტი და ამის შესახებ ჩვენ თავიდანვე გარკვევით ვაცხადებთ. ახლა გაფართოების ახალი იმპულსი არსებობს, რადგან ეს ყველაფერი ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ეხება, – ამის შესახებ დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მარი ბიერემ ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ წინ უნდა წავიწიოთ გაფართოების კუთხით და მივცეთ კანდიდატ ქვეყნებს, პირველ რიგში უკრაინას, მოლდოვას და ბალკანეთის ქვეყნებს ევროპული პერსპექტივა. დღეს ვხსნით ბოლო კლასტერს ალბანეთთან. ყველა კლასტერი გახსნილია და ძალიან მოხარული ვართ ამის გამო. ვისწარფვით მოლდოვასა და უკრაინასთან წინსვლისთვის და რეალურად მივდივართ კიდეც წინ ტექნიკურ დონეზე. ახლა, სამწუხაროდ, საქართველომ აირჩია არ იაროს ევროპულ გზაზე და დღითიდღე უფრო და უფრო შორდებიან ევროკავშირს“, – აღნიშნა დანიის ევროპის საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით