დანით შეიარაღებულმა პირმა ჰამბურგის რკინიგზის სადგურზე 12 ადამიანი დაჭრა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ ჰამბურგის მთავარ რკინიგზის სადგურზე თავდამსხმელმა დანით 12 ადამიანი დაჭრა. მედიის ცნობით, სამი პირი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო კიდევ სამი სერიოზულად არის დაჭრილი.

თავდასხმა ჰამბურგის ცენტრალურ სადგურზე 23 მაისს, ადგილობრივი დროით საღამოს 18:00 საათზე, მოხდა.

ახალი ამბების სააგენტო AFP-სთან საუბრისას ჰამბურგის სახანძრო სამსახურის სპიკერმა თქვა, რომ თავდასხმის დროს 12 პირი დაიჭრა და ზოგიერთი ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში იყო. ხოლო X-ზე ჰამბურგის პოლიციამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)