დანიელ ჰაგარი – ისრაელმა ირანის მიერ გამოშვებული დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდო

ისრაელმა ირანის მიერ გამოშვებული დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდო, – ამის შესახებ განცხადებას ს თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს.
მისი თქმით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გამოუშვა, რამაც მცირე ზიანი მიაყენა ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზას.
ჰაგარი აღნიშნავს, რომ ირანული დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა შორი მანძილის Arrow საჰაერო თავდაცვის სისტემებით იქნა ჩამოგდებული, ძირითადად ისრაელი საჰაერო სივრცის ფარგლებს მიღმა.
მისი თქმით, დარტყმებით შედეგად ერთი ახალგაზრდა გოგო დაშავდა ნეგევში, და “ინფრასტრუქტურისადმი მცირე ზიანი” მიიღო სამხრეთ ისრაელში მდებარე ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზამ.
ექიმების ცნობით, გოგო ჩამოგდებული რაკეტისა და დრონის ნამსხვრევებით დაშავდა. ჰაგარი აღნიშნავს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით “200-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის” დრონი გამოუშვა, მათ შორის კამიკაძე-დრონები, ბალისტიკური რაკეტები და ფრთოსანი რაკეტები.
„ჩვენი თვითმფრინავები ჯერ კიდევ ცაში არიან და სამიზნეებს აგდებენ, და ჩვენი მზად ვართ ნებისმიერი საფრთხისთვის, რომელიც ისრაელში მოვა. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა, რათა ისრაელის სახელმწიფო დავიცვათ,” – განაცხადა ჰაგარიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება