დანიის პარლამენტის წევრის ლარს-კრისტიან ბრასკის განცხადებით, დანია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის ანექსიის მუქარას სერიოზულად აღიქვამს.
„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვეშინია აშშ-ის მიერ გრენლანდიაში ან დანიაში შეჭრის“, – აღნიშნა პარლამენტარმა.
კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ საფრთხეები რეალურია, ბრასკმა უპასუხა, რომ სერიოზულად უნდა აღიქვან.
„ის მჩაგვრელია, მაგრამ მოკავშირე ქვეყნის ხელში ჩაგდების დაწყება, მოკავშირის, რომელიც დაგეხმარა ტერორთან ომში, ავღანეთში, ერაყში და ბოლო 80 წლის განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა შენთან, ძნელი წარმოსადგენია, რომ პარტნიორი, მეგობარი ამას გაგიკეთებს“, – აღნიშნა ლარს-კრისტიან ბრასკმა.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ერთ-ერთი უკანასკნელი ევროპელი ლიდერია, რომელმაც დანიას დაუჭირა მხარი, მაგრამ დანიას სხვა მოკავშირეების მხრიდან ძლიერი და მკაფიო მხარდაჭერა აქვს.




