დანიელების ნახევარზე მეტი (54%) ფიქრობს, რომ ჩიფსების, ტკბილეულისა და გაზიანი სასმელების ინტერნეტში რეკლამა მთლიანად უნდა აიკრძალოს, რათა ბავშვები და ახალგაზრდები დაიცვან სიმსუქნისგან. ასეთი შედეგი აჩვენა დანიის კიბოს წინააღმდეგ მებრძოლთა საზოგადოების ჩატარებულმა გამოკითხვამ.
გამოკითხულთა 55% ასევე მიიჩნევს, რომ არაჯანსაღი საკვების მწარმოებელმა კომპანიებმა არ უნდა გამოიყენონ მულტფილმის გმირების ან ცნობილი ადამიანების სურათები შეფუთვაზე.
დანია უკვე განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ადგენს წესებს რეკლამისთვის, რომელსაც ბლოგერები იყენებენ. შესაძლებელია აკრძალვა შეეხოს შეჯიბრებებს, რომლებიც რამე ფორმით არაჯანსაღ საკვებს უკავშირდება, მაგალითად, შეჯიბრებები სწრაფად ჭამაში, ტკბილეულის გათამაშება და ა.შ.
კიბოს საზოგადოებას ასევე სურს დააწესოს სტანდარტები მარილის, შაქრისა და ცხიმის შემცველობაზე პროდუქტებში, რათა მათი რეკლამა ინტერნეტში მოხვდეს.
დანიას უკვე აქვს სურსათის ნებაყოფლობითი სარეკლამო კოდი, რომელიც მოითხოვს საბავშვო მედიასა და ვებგვერდებს შეწყვიტონ უსარგებლო საკვების რეკლამირება.
2018 წლიდან ევროკავშირის ქვეყნების ყველა სკოლაში აკრძალულია გაზიანი სასმელების გაყიდვა. პორტუგალიაში უკვე მოქმედებს გადასახადი შაქრიან სასმელებზე. რეგულაციის წყალობით ადამიანებმა შეამცირეს შაქრის მოხმარება.
ევროპის ქვეყნები იღებენ სხვადასხვა ზომებს, რათა დაეხმარონ მოსახლეობას შეცვალონ კვების ჩვევები. მაგალითად, გერმანიაში განიხილება გადასახადის შემოღება შაქრისშემცეველ გამაგრილებელ სასმელზე (მაგალითად, კოკა-კოლაზე).