დანიელა გიტმანი – ნამდვილად ვფიქრობთ, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს

რუმინეთის ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მდივანის, დანიელა გიტმანის განცხადებით, საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ახლა მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს რეფორმების პროცესს.
ის ფიქრობს, რომ გამოსავალის პოვნა შესაძლებელია.
„ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. მაგრამ ვფიქრობ, ერთად შევძლებთ საუკეთესო გამოსავლის პოვნას, რათა მოხდეს პროგრესი და მომზადება ევროკავშირის ღირებულებების მიხედვით, რომელიც მოიცავს კანონის უზენაესობას და ყველა იმ საფუძველს, რომელიც მზადების პროცესის ბირთვი უნდა იყოს“, – განაცხადა გიტმანმა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომა იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ნახეთ ეს უმძიმესი კადრი, ბიჭი, რომელიც მშვიდობიანად, ელაპარაკება სპეცრაზმელს… ურცხვად, შეითრევენ ამ რობოკოპების შავ ფორმიანების ბრბოში. იქიდან კი, გამოდის დასახიჩრებული (ვიდეო)