დანიგანი წვრთნების გადადებაზე: სამწუხარო ფაქტია, მაგრამ გაუგებარი ნამდვილად არ არის

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ვაშინგტონის მიერ სამხედრო წვრთნის გადადების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს “სამწუხარო, მაგრამ გასაგები” ფაქტია.
მისი თქმით, -ის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული პირების მიერ ანტიდასავლური და ანტიამერიკული განცხადებების გაკეთებამ გამოიწვია.
“თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება, სინამდვილეში, ძალიან მკაფიოა. მასში საუბარია იმ მიზეზებზე, თუ რატომ გადაიდო ერთობლივი წვრთნები. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ გაუგებარი ნამდვილად არ არის. ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ და სახელმწიფო მდივანმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას და წვრთნების გადავადებასაც სწორედ ეს კონტექსტი აქვს საფუძვლად. ეს გადაწყვეტილება განაპირობა კონკრეტული პირების განცხადებებმა. იმედი მაქვს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები”, – თქვა დანიგანმა.
5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სამხედრო წვრთნების “ღირსეულის პარტნიორის” გადადება გაურკვეველი ვადით გადაწყვიტა. სწავლება საქართველოში 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.