ჩვენ საქართველოსთან ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს მთავრობასთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასევე, გვაქვს ხალხთა შორის კავშირი. ჩემი, როგორც ელჩის პირველი პრიორიტეტი ის არის, რომ სტრატეგიული ურთიერთობები გავაღრმავო – ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, მე სხვადასხვა სფეროში ვიმუშავებ.
აშშ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. აშშ-მ საქართველოს დახმარების სახით 6 მილიარდი დოლარი გამოუყო. ჩვენ ავაშენეთ საავადმყოფოები, სკოლები. ექიმებსა და მასწავლებლებს ტრენინგები ჩავუტარეთ. ასევე, დავეხმარეთ საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას, კულტურული ძეგლების შენარჩუნებას. აშშ-ს სურს, რომ საქართველო ძლიერი, წარმატებული და დასავლური სამყაროს წევრი იყოს.