დანიგანი: საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება ბაიდენისა და ბლინკენის პრიორიტეტია

· 63
·
·
ჩვენ ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს [საქართველოსთან] არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს მთავრობასთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასევე, გვაქვს ხალხთა შორის კავშირი. ჩემი, როგორც ელჩის პირველი პრიორიტეტი არის, რომ სტრატეგიული ურთიერთობები გავაღრმაო – ეს პრეზიდენტ სა და სახელმწიფო მდივნის, ს პრიორიტეტია. მე ვიმუშავებ ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში.
რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. აშშ-მ საქართველოს დახმარების სახით 6 მილიარდი დოლარი გამოუყო. ჩვენ ავაშენეთ საავადმყოფოები, სკოლები. ექიმებსა და მასწავლებლებს ტრენინგები ჩავუტარეთ. დავეხმარეთ საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას, კულტურული ძეგლების შენარჩუნებას. აშშ-ს სურს, რომ საქართველო ძლიერი და წარმატებული იყოს.
განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა რუსთავი 2-ის ეთერში [სინქრონული თარგმანი].

ასევე დაგაინტერესებთ