დანიგანი: როცა საქართველოსთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, „ოცნებამ“ გადადგა ნაბიჯები, რომელმაც იზოლაციაში მოაქცია ქვეყანა

აშშ-ის ელჩი რადიო თავისუფლებასთან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს, როგორი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მისი საქართველოში ჩამოსვლის დროს და როგორია ახლა, ორი წლის შემდეგ. იხსენებს, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლიდან სამი თვის განმავლობაში პროგრესი იყო ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ, ჩემი აზრით, ერთმანეთის მიყოლებით გადადგა ნაბიჯები, რომლებმაც სულ უფრო მეტად იზოლაციაში მოაქცია საქართველო -სგან და გადაახვევინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისივე კონსტიტუციური მიზნისგან, გააღიზიანა თავისი უდიდესი პარტნიორები – აშშ და დასავლეთი, ევროპა და ნამდვილად დაიზიანა რეპუტაცია, განსაკუთრებით – ბიზნესის საზოგადოებაში“, – ამბობს ელჩი და აღნიშნავს, რომ ეს მოხდა „2024 წლის იანვრის ბოლოდან მოყოლებული, როცა ისე ჩანდა, რომ საქართველოსთვის ყველაფერი საკმაოდ კარგად მიდიოდა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ჩათვლით, რასაც მხარს უჭერდა აშშ და მხარს ვუჭერდი მე“.
მისი თქმით, შედეგი ის არის, რომ ურთიერთობა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორს ძალიან რთულ მდგომარეობაშია:
„ისე აღმოჩნდა, რომ ყოველ ჯერზე, როცა მე აღმოვაჩენდი კარგ პარტნიორს, რომელთანაც პროგრესს ვაღწევდი, ადრე თუ გვიან, ის მინისტრი ან მაღალჩინოსანი იცვლებოდა ანდა მიღებულ გადაწყვეტილებებს ამოაყირავებდა ხოლმე ვიღაც, ვინც მათზე მაღლა იდგა“.
ელჩი აღნიშნავს, რომ ბიზნესის წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით:
„ამერიკული ინვესტიციის გაზრდა საქართველოში ძალიან გართულდა, რადგან საქმიანი ადამიანების მიერ საქართველო სულ უფრო მეტად აღიქმებოდა ქვეყნად, რომელიც რუსეთს, ირანსა და ჩინეთს უახლოვდება“.
2024 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაერთი კანონი, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუარესა დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედიაორგანიაზციებისთვის სამუშაო გარემო, შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება, გაიზარდა ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომლითაც პროევროპული აქციების მონაწილეებს აკავებენ.
ელჩ დანიგანთან სრული ინტერვიუ შეგიძლიათ ნახოთ რადიო თავისუფლების პლატფორმებზე.
საქართველო-აშშ-ის ბოლოდროინდელი ურთიერთობა – მოკლედ
· 2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა;
· მანამდე „აგენტების კანონის“ და „ქართული ოცნების” წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ;
· სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო;
· „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა;
· 28 მაისს„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, უპასუხა და „გაუგებარი“ უწოდა აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, ივანიშვილმა უარი თქვა ელჩთან შეხვედრაზე, – „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“;
· ამავე დღეს, ივანიშვილის წერილამდე მცირე ხნით ადრე, შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. საელჩოს განცხადებაში ნახსენები არ ყოფილა ირაკლი ;
· მ 13 მაისს ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს;
· კობახიძის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას არ უპასუხია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე მიწერილ წერილზე, რომელშიც „გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებაზე“;
· 21 მაისს კობახიძემ თქვა, რომ წერილზე „არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია“;
· 6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act);
· 10 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ექვსთვიანი წყვეტის შემდეგ აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილი დაინიშნებოდა.
· 16 ივნისს „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი უაიატ ტოლკი შეხვდა – ელჩ დანიგანის თანდასწრებით;
· „შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად“, – კიდევ ერთხელ განაცხადა საელჩომ ამ შეხვედრის შემდეგ.