დანიგანი, ისევე როგორც “დიფ სტეიტის” დავალებების აქაური უსიტყვო შემსრულებლები, პროცესებს განსაზღვრავენ არა ფაქტებით, არამედ საკუთარი აღქმებით

დანიგანი, ისევე როგორც “დიფ სტეიტის” დავალებების აქაური უსიტყვო შემსრულებლები, პროცესებს განსაზღვრავენ არა ფაქტებით, არამედ საკუთარი აღქმებით
თანამდებობიდან გადამდგარ-გაპენსიონერებული “დიფ სტეიტელი” პატივცემული -ის ელჩი, სამშობლოში წასვლის წინ ცდილობს კარების გაჯახუნებას და ამ მიზნით, სიცრუის ტირაჟირებას მიჰყო ხელი, – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე -ის გადამდგარი ელჩის, ს ინტერვიუს “რადიო თავისუფლებასთან”, სადაც მან აღნიშნა, რომ პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს. გვენეტაძის შეფასებით, ყველასთვის ცნობილია, რომ , პიროვნული ინტერესის იგნორირების ხარჯზე, საქართველოს უანგაროდ ემსახურება, რასაც არაერთი ფაქტი ადასტურებს, თუმცა, არა ფაქტებით, არამედ აღქმებით განსაზღვრავს პროცესებს, ისევე როგორც “დიფ სთეითის” დავალებების აქაური შემსრულებლები.
“თანამდებობიდან გადამდგარ-გაპენსიონერებული “დიფ სტეიტელი” პატივცემული აშშ-ის ელჩი, სამშობლოში წასვლის წინ ცდილობს კარების გაჯახუნებას და ამ მიზნით, სიცრუის ტირაჟირებას მიჰყო ხელი. ამბობდა: “ადამიანი მოთმინებიდან, რომ გამოიყვანო უნდა დააბრალო ის, რის წინააღმდეგ თავად იბრძვისო”. სწორედ ამ პრინციპზე არის დაყრდნობილი ამ ქალბატონის ქმედებები, როდესაც აღნიშნავს: ივანიშვილი პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებსო.
არადა საამქვეყნოდაა ცნობილი, რომ ბატონი ივანიშვილის მთელი მოღვაწეობა მიმართული იყო და მიმართულია საკუთარის, პიროვნულის იგნორირების ხარჯზე საქართველოს უანგარო მსახურებისათვის. ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტის მოყვანა შეიძლება. თუნდაც ქვეყნის გამანადგურებელ ომში ჩართვის აცილების სანაცვლოდ საკუთარი ოჯახის და ფინანსების უდიდესი საფრთხის წინაშე დაყენება. თუმცა ქალბატონი დანიგანი, ისევე, როგორც მისი აქაური “დიფ სტეიტის” დავალებების უსიტყვო შემსრულებლები პროცესებს განსაზღვრავენ არა ფაქტებით, არამედ საკუთარი აღქმებით. რაც კიდევაც საკუთარი პირით საჯაროდ დაადასტურა პატივცემული ელჩის გამორჩეულმა და სათაყვანო პიროვნებამ, ამჟამად კი უკვე მეორედ მსჯავრდებულმა გვარამიამ. თუმცა არაფერია. ვინაიდან აქ ამ ქვეყანაში გენიოსის მიერაა მთიდან ამოძახილი: “ცუდას რად უნდა მტრობას კარგია მუდამ მტრიანიო”. ამიტომაც “ისე, როგორც არასდროს, არც ამჟამად – “სანთელ-საკმეველი, თავის გზას არ დაკარგავს”,” – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვისაც სჯერა რომ გეკა გელაძე ან მამუკა მდინარაძე პირადი შურისძიების გამო ვინმეს დაიჭერს უვიცია ან ხელოვნური პოლიტიკური დაკვეთით წერს ასეთ სისულელეს. კანონის მოთხოვნათა არ დაცვა, ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით არის დასჯადი

მანჩო გიორგობიანმა დანაშაულის შემდეგ წინასწარ დაწერა ზღაპარი ფეისბუქზე, ფეიკ ალიბი, როცა მიხვდა რომ დაიჭერდნენ მომხდარის გამო, რათა შემდეგ ემტკიცებინა, რომ შს მინისტრის ლანძღვის გამო დაიჭირეს და არა დანაშაულის

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს საჯარო ფიგურა თუ რიგითი მოქალაქე – როცა ადამიანი არღვევს კანონებს, ვალდებულია აგოს პასუხი და ვერავითარი პოლიტიკური სპეკულაცია ვერ გადაარჩენს

თუ ვინმეს აქვს ოპოზიციაში იმის ილუზია, რომ საქართველოსთვის ეპოქალურ, 7 მილიარდიან ინვესტიციას იაფი პროპაგანდით ჩააგდებს და შემდეგ ვიგინდარა ვარლამ გოლეთიანივით შერჩება ეს ავანტიურა – ძალიან ცდება!