დანიგანი: ბევრს უწევს დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლა – სამოქალაქო საზოგადოება სამიზნედ იქცა

ამერიკის საელჩომ საქართველოში -ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე ელჩი ს წინასწარ მომზადებული სიტყვა გაავრცელა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ახლა, როგორც არასდროს, იაზრებს დემოკრატიის მნიშვნელობას.
მისივე თქმით, დრეს საქართველოში დემოკრატიისთვის ბრძოლა ბევრ ადამიანს უწევს, რადგან განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები “რადიკალებად” იწოდებიან.
“ჩემი აქ ყოფნის დროს ვნახე ქართველების ძალისხმევა ამ დაპირების შესასრულებლად. ვიხილე რელიგიური თავისუფლება თბილისის გულში, ეკლესიების, სინაგოგებისა და მეჩეთების თანაარსებობა — ქართველი ხალხის მეგობრული სულისკვეთების მტკიცებულება.
დღესაც, ბევრს უწევს დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლა — პოლიტიკურ ოპონენტებს ემუქრებათ პატიმრობა, სამოქალაქო საზოგადოება სამიზნედ იქცა, ხოლო განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეები „რადიკალებად“ იწოდებიან.
მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი დემოკრატიის მიმართ, როგორც აშშ-ში, ასევე საქართველოში. ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ამერიკელებისა და ქართველების უმრავლესობა იზიარებს დემოკრატიის ღირებულებებს. ოპტიმიზმის წყაროა ისიც, რომ ორივე ქვეყნის ახალგაზრდობა განსაკუთრებულია — მათგან შთაგონებას ვიღებ”, – თქვა ელჩმა.
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს 4 ივლისს 249-ედ აღნიშნავს.
5 ივნისს რობინ დანიგანმა აღნიშნა, რომ ის საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობას ტოვებს და პენსიაზე გადის. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში დანიგანი წერდა, რომ ეს მისი პირად გადაწყვეტილებაა და მისი გაწვევა მთავრობას არ მოუთხოვია.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საბოლოო შესწორებები შევიდა – დოკუმენტს კენჭს 9 ივლისს უყრიან – Netgazeti • ევროპარლამენტი • თვითმმართველობის არჩევნები • მზია ამაღლობელი • რასა იუკნევიჩიანე • Netgazeti.ge