დანიის მთავრობამ 7 ნოემბერს განაცხადა, რომ 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენებას აკრძალავენ, თუმცა მშობლები შეძლებენ, არანაკლებ 13 წლის შვილებს გარკვეულ პლატფორმებზე წვდომა მისცენ.
მთავრობა აღნიშნულ ნაბიჯს მას შემდეგ დგამს, რაც ოქტომბერში ქვეყნის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა პარლამენტს ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენებაზე შემზღუდავი ზომების მიღებისკენ მოუწოდა ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე არსებული შიშების გამო.
“ე.წ. სოციალური მედია ჩვენი ბავშვების დროის, ბავშვობისა და კეთილდღეობის მოპარვით ხარობს და ჩვენ ამას ახლავე ვუსვამთ წერტილს,” განაცხადა დანიის გაციფრულების მინისტრმა.
ფორმალური კენჭისყრის გამართვამდე კი პარლამენტში მყოფმა პარტიების უმრავლესობამ აღნიშნულ ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა.
მთავრობის მიხედვით, დანიაში ბავშვები ძირითადად Snapchat-ს, Youtube-ს, Instagram-სა და Tiktok-ს მოიხმარენ.
tabula.ge




