დანია უკრაინას უფლებას მისცემს F-16-ები რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს

დანია ს უფლებას მისცემს დანიის მიერ გადაცემული F-16-ები ს ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს.
ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ისაუბრა.
ეს ახალი პოზიცია არ არის, არამედ გადაცემის ნაწილია. თავიდანვე გარკვევით ვთქვით, როდესაც დანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტთან განვიხილეთ, რომ ეს თავდაცვის ნაწილია და ამიტომ, შესაძლებელი იქნებოდა აგრესორის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე იერიშის მიტანა.
აქამდე, საფრანგეთისა და გერმანიის პირველი პირების თქმით, უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, რუსეთის შიდა ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს დაარტყას, თუმცა არა სხვა სამიზნეებს. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
პარალელურად, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტის აზრს. მისი თქმით, ვიდრე უკრაინა პატივს სცემს იარაღის მომწოდებელი ქვეყნების, მათ შორის, -ს პირობებსა და საერთაშორისო სამართალს, მას უფლება აქვს, თავი დაიცვას.

ასევე დაგაინტერესებთ