დანია საჰაერო მგზავრებზე „მწვანე“ გადასახადის შემოღებისთვის ემზადება

დანია მომავალ წელს მგზავრებისგან საჰაერო მგზავრობის გადასახადს აწესებს, რომელიც 2030 წლამდე ეტაპობრივად გაიზრდება. აღნიშნული რეგულაცია გავრცელდება ყველა საჰაერო ხომალდზე – 10 ადგილზე მეტი ტევადობით და 5,66 ტონაზე მეტი ასაფრენის მასით.
გადასახადი დამოკიდებული იქნება ფრენის მანძილზე: ევროპის შიგნით, საშუალო და დიდ დისტანციებზე. გადასახადის განაკვეთი 4,48 დოლარიდან 44,82 დოლარამდე იქნება, მაგრამ 2030 წლისთვის 7,35 დოლარიდან 60,3 დოლარამდე გაიზრდება.
მთავრობა ელოდება, რომ გადასახადის შემოღებით ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად 180 მილიონ დოლარამდე შეივსება. აღნიშნული თანხები, სხვა საკითხებთან ერთად, გამოყენებული იქნება მდგრადი საავიაციო საწვავზე (SAF) გადასვლის დასაფინანსებლად.
მ მიზნად დაისახა ათწლეულის ბოლოსთვის შიდა საჰაერო მოგზაურობა მდგრადი გახადოს და კომპანიებს, რომლებიც ავითარებენ ასეთ ტექნოლოგიებს, შეუძლიათ ახალი საგადასახადო სქემით მთავრობის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ.
გადასახადისგან გათავისუფლებული ფრენების კატეგორიებია: სამხედრო, სამთავრობო, სასწრაფო დახმარების, სამძებრო-სამაშველო, ჰუმანიტარულ, საპოლიციო და ბავშვთა ტრანსპორტირება.

ასევე დაგაინტერესებთ