დანიის პოლიტიკურმა პარტიებმა ორშაბათს, 18 ნოემბერს დაამტკიცეს შეთანხმება გლობალური დათბობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორისაა სასოფლო-სამეურნეო მიწების ტყეებად გადაქცევა და ხეების დარგვა – ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“, AP-ზე დაყრდნობით იტყობინება.
შეთანხმებას მიაღწიეს დანიის სამპარტიულმა მთავრობამ, რომელიც შედგება სოციალ-დემოკრატების, ლიბერალების და ზომიერი ცენტრისტების, ასევე სოციალისტური სახალხო პარტიის, კონსერვატორების, ლიბერალური ალიანსისა და სოციალ-ლიბერალური პარტიისგან. იგი ითვალისწინებს მილიარდი ხის დარგვას და 43 მილიარდი დანიური კრონის (6,1 მილიარდი დოლარი) გამოყოფას ფერმერებისგან მიწის შესაძენად.
დანიაში სასოფლო-სამეურნეო მიწების 10%, ანუ 250 ათასი ჰექტარს ტყედ გადაიქცევენ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/ruka_w_h-rkkbRA-300x169.jpeg)