დანია უკრაინას ქალაქ მიკოლაივის აღდგენისთვის 21 მილიონ დოლარს გამოუყოფს – ინფორმაციას უკრაინული მედია ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დახმარების პაკეტი მოიცავს პროექტებს სოფლის მეურნეობის სექტორში, რომელიც მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო მიწების განაღმვას, ასევე მიკოლაივის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სახანძრო უსაფრთხოებისთვის საერთო საცხოვრებლის რეკონსტრუქციას, რომელიც განხორციელდება ორგანიზაციებთან UNOPS Ukraine და All Ukraine-სთან ერთად.