დანია ევროპაში პირველად სოფლის მეურნეობის ემისიებს დაბეგრავს

დანიის მთავრობამ სოფლის მეურნეობაში ნახშირორჟანგის გამოყოფაზე გადასახადის დაწესება საბოლოოდ დაამტკიცა, რაც ევროპაში პირველი შემთვევაა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ში მავნე ემისიების გამო სასოფლო-სამეურნეო გადასახადის შესახებ შეთანხმება ფერმერულ და გარემოსდაცვით ჯგუფებთან ხუთთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ იქნა მიღწეული.
ამ შეთანხმებით, 2030 წლიდან ფერმერებს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ექვივალენტურ მეტრულ ტონაზე 120 დანიური კრონის (16 ევროს) გადახდა მოუწევთ, ხოლო 2035 წლიდან ეს მაჩვენებელი 300 კრონამდე (40 ევრომდე) გაიზრდება.
დანიის მთავრობა, ასევე, 5,3 მლრდ ევროს გამოყოფს, რომ 2045 წლისთვის 250,000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა ტყით გაშენდეს, ასევე, 2030 წლისთვის დაბლობზე 140,000 ჰექტარ მიწის ნაკვეთს გამოყოფს და აზოტის გამონაბოლქვის შესამცირებლად ფერმერთა გარკვეულ მეურნეობებს გამოისყიდის.
შეთანხმება პარლამენტმაც უნდა დაამტკიცოს, რომელიც საზაფხულო არდადეგების შემდეგ შეიკრიბება.
ცნობისთვის: დანია მსოფლიოში ღორისა და რძის პროდუქტების ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია. პროგნოზის თანახმად, ქვეყანაში 2030 წლისთვის ემისიების 46% სოფლის მეურნეობის წილი იქნება.