დანია და ნიდერლანდები უკრაინას ამერიკულ F-16-ებს გადასცემენ

ამერიკის შეერთებული შტატების, დანიისა და ნიდერლანდების პირველი პირები უკრაინისთვის F-16-ის ტიპის ავიამორიეშეების გადაცემის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. განცხადებაში, რომელსაც ხელს , დიკ სკოოფი და მეტე ფრედერიკსენი აწერენ, ნათქვამია, რომ უკრაინისთვის ავიამოიერიშეების გადაცემის პროცესი დაწყებულია.
„ჩვენ, უკრაინის საჰაერო ძალების შესაძლებლობების კოალიციის თანახელმძღვანელები, ვმუშაობდით უკრაინისთვის ოპერატიული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე. ამერიკის მხარდაჭერით, დანიისა და ნიდერლანდების მთავრობები უკრაინისთვის ამერიკული წარმოების F-16-ების გადაცემის პროცესში არიან“,- წერია განცხადებაში.
უკრაინის მოკავშირეების თქმით, ავიამოიერიშეების გადაცემა მალე დასრულდება და უკრაინელი პილოტები მათ გამოყენებას ზაფხულშივე შეძლებენ. თუმცა, უსაფრთხოების ზომების დაცვიდან გამომდინარე, მეტ დეტალს ამ პროცესის შესახებ ამ ეტაპზე არ ავრცელებენ.
„ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ უკრაინის საჰაერო შესაძლებლობები, რომელიც მოიცავს თანამედროვე მეოთხე თაობის F-16 მრავალფუნქციური თვითმფრინავების ესკადრილიებს. კოალიცია აპირებს მხარი დაუჭიროს მათ მდგრადობასა და შეიარაღებას, ასევე შემდგომ დაკავშირებულ წვრთნას, პილოტებისთვის ოპერატიული ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ კოორდინაციას უკრაინის შესაძლებლობების მხარდასაჭერად, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან“,- ნათქვამია სამი ქვეყნის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.