არ გამორიცხავს პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებას – პრემიერ-მინისტრი

დანია არ გამორიცხავს პალესტინელების სახელმწიფოს აღიარების შესაძლებლობას, თუ ის დემოკრატიული იქნება, განაცხადა დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა 26 აგვისტოს.
„ჩვენ პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებას უარს არ ვეუბნებით“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს…ჩვენ ამის მომხრე ვართ. დიდი ხანია ასეა. ეს არის ის, რაც გვინდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს დემოკრატიული სახელმწიფო იქნება“, – დასძინა მან.

კვირას, კოპენჰაგენის ცენტრში 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობა. დემონსტრანტებმა მოითხოვეს ღაზაში ომის დასრულება და ს პალესტინელების სახელმწიფოებრიობის აღიარებისკენ მოუწოდეს.

16 აგვისტოს დანიურ გაზეთ „Jyllands-Posten“-თან ინტერვიუში ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი „ახლა თვითონ არის პრობლემაა“ და რომ
მისი მთავრობა „ძალიან შორს მიდის“.

„ნეთანიაჰუს უწყვეტი და ერთობ ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია“, – დაწერა მან იმავე დღეს Facebook-ზე და დასძინა, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ მან მხარი დაუჭირა ს უფლებას, აღმოფხვრას „ჰამასის მიერ შექმნილი საფრთხე“.

პალესტინის სახელმწიფოს აღიარება უნდა ემსახურებოდეს „სწორ მიზანს“, – აღნიშნა მან.
„ეს უნდა მოხდეს იმ დროს, როდესაც ეს ნამდვილად სასარგებლოა ორი სახელმწიფოს [პრინციპით კონფლიქტის] მოგვარებისთვის, სადაც გარანტირებული იქნება პალესტინელების მდგრადი და დემოკრატიული სახელმწიფო“, – თქვა მან.

„და ეს, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს (ჰამასის) მიერ ს აღიარებით“.

ამ დროს დანია გეგმავს გამოიყენოს ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარეობა ისრაელზე ზეწოლის გასაძლიერებლად.

„რთული იქნება საჭირო მხარდაჭერის მოზიდვა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია“, – თქვა მან.

2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) მებრძოლების ისრაელზე თავდასხმას ოფიციალური მონაცემებით, 1219 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ისრაელის საპასუხო სახმელეთო და საჰაერო საომარი მოქმედებების შედეგად 62 744-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ამ მონაცემებს გაერო სანდოდ მიიჩნევს.

ფორუმი