დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში სავაჭრო ბირჟის ისტორიული შენობა იწვის. 1625 წელს აშენებული ბიორსენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გამორჩეული ნაგებობაა.
BBC-ის ცნობით, შენობაში მყოფმა ადამიანებმა გამოსვლა მოასწრეს და ისტორიული ნახატების ნაწილის გადარჩენაც შეძლეს.
დანიის კულტურის მინისტრის, იაკობ ენგელ-შმიდტის თქმით, დანიის კულტურული მემკვიდრეობის 400 წელი “ცეცხლში განადგურდა”.
ნიდერლანდური რენესანსის სტილის შენობა დანიის მეფის, კრისტიან მეოთხის ბრძანებით აშენდა და მიზნად კოპენჰაგენის მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად ქცევას ისახავდა.