დანიაში, სკოლის მოსწავლეებს ინგლისური ენის გამოცდებზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების უფლებას მისცემენ

2026 წლიდან დანიელ მოსწავლეებს ინგლისური ენის ზეპირი გამოცდისთვის მოსამზადებლად ხელოვნური ინტელექტის () გამოყენების უფლება ექნებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის განათლების სამინისტრომ მიიღო – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
სიახლე მეცხრე კლასის შემდეგ გამოცდებზე იმოქმედებს. სტუდენტებს ზეპირი პრეზენტაციისთვის მოსამზადებლად ერთი საათი მიეცემათ, რომლის განმავლობაშიც მათ შეეძლებათ ნებისმიერი არსებული ინსტრუმენტის, მათ შორის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.