კოპენჰაგენში დაფუძნებული Endless Food Co აპირებს ქარხნის აშენებას ალტერნატიული ნედლეულისგან შოკოლადის დასამზადებლად. ამის შესახებ EU-Startups წერს. კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული შოკოლადის ალტერნატივა, ლუდის წარმოების ნარჩენებისგან დამზადდება.
კომპანიამ შეაგროვა 1 მილიონი ევრო საკუთარი შოკოლადის ალტერნატივის პოპულარიზაციისთვის, სახელწოდებით THIC (This Isn’t Chocolate). ამ თანხის გამოყენება იგეგმება პირველი საცდელი ქარხნის ასაშენებლად.
