დანიაში ბანკებს აღარ ძარცვავენ

2024 წელს მესამე წელია, რაც ში ბანკი არ გაუძარცვავთ. საქმე ისაა, რომ ბანკის მუშაკთა პროფკავშირის თანახმად, დანიელები სულ უფრო ხშირად იყენებენ საბანკო ბარათებს და ონლაინ გადახდებს, რაც ბანკებს ნაკლებად მიმზიდველს ხდის მძარცველებისთვის.
ჯერ კიდევ 2015 წელს, დანიის მთავრობამ შესთავაზა ვაჭრებს, უარი ეთქვათ ნაღდ ფულზე, უნაღდო ანგარიშსწორების სასარგებლოდ.
დანიამ გადაწყვიტა გამხდარიყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა „ბანკნოტების გარეშე”.
თითქმის განულებულია ბანკომატების გატეხვის შემთხვევები. 2024 წელს ამის მხოლოდ ერთი წარუმატებელი მცდელობა დაფიქსირდა.
საბანკო ასოციაციის Finance Denmark-ის მონაცემებით, 2000 წელს დანიაში 221 ბანკის ძარცვა დაფიქსირდა, მაგრამ ეს რიცხვი 2017 წლიდან სწრაფად მცირდება და 2022 წელს ნულს მიაღწია.