დანიასა და შვედეთში კრიმინალურ დაჯგუფებებთან დაკავშირებული ძალადობის შემთხვევები გაიზარდა

ბოლო დროა, შვედეთის ქალაქ მალმესა და დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში იზრდება კრიმინალურ დაჯგუფებებთან დაკავშირებული ძალადობის შემთხვევები, რომლებიც კიდევ უფრო ინტენსიური მიმდინარე ზაფხულს გახდა.
როდესაც მალმეს ქუჩებში დადიხარ, ყველაფერი იდეალურად გეჩვენება, თუმცა სინამდვილეში ამ ქალაქში რომანტიკის მიღმა სულ სხვა რეალობა იმალება.
ერესუნის სრუტის მეორე მხარეს მდებარე დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენშიც იგივე მდგომარეობაა. დანიის პოლიციაში აცხადებენ, რომ ამ ზაფხულს მკვლელობის 3 და თავდასხმის 25-ამდე შემთხვევა იყო.
მალმეს პოლიციის ოფიცერ გლენ შეგრენის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელი დამნაშავეთა ასაკია. ისინი ქირაობენ მკვლელებს შვედეთში, რათა ში ჩაიდინონ დანაშაული. ოფიცერი დასძენს, რომ ისინი ძირითადად პატარა ბავშვები არიან. ამ გზას იმიტომ ირჩევენ, რომ ნაკლები ფული გადაიხადონ. დაჭერის შემთხვევაშიც მათ ხანგრძლივი სასჯელი არ ემუქრებათ.
გასულ წელს შვედეთის პოლიციამ დაადგინა, რომ დაჯგუფებებში მკვეთრად გაიზარდა 18 წლამდე მოზარდების ჩართვის შემთხვევები, რადგან მათზე, ზრდასრულებისგან განსხვავებით, კანონი ისე მკაცრად არ მოქმედებს.
კრიმინალები ახალ წევრებს ხშირად სოციალურად დაუცველ და ემიგრანტებით დასახლებულ უბნებში ეძებენ.
აპრილის ოფიციალური მონაცემებით, გამოვლინდა 25 შემთხვევა, როდესაც დანიელებმა დანაშაულის ჩასადენად ახალგაზრდა შვედები დაიქირავეს.
თავდასხმების დროს გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, ბომბები და ზოგჯერ ხელყუმბარებიც კი.
კაროლინა სკელდი, რომელიც მალმეში ახალგაზრდულ პროგრამას უდგას სათავეში, ამბობს, რომ ბავშვების გადმობირებას ძირითადად ონლაინ სივრცეში ახერხებენ. სამწუხაროდ, სოციალური ქსელის საშუალებით ბავშვები ხშირად ხვდებიან ასეთ გარემოში.
ტრანსსასაზღვრო დანაშაულების გამო დანიის პოლიცია შვედეთში მუშაობს, შვედეთისა კი დანიაში.
შვედეთში უკვე წლებია, ებრძვიან კრიმინალურ დაჯგუფებებს. ახლა ეს პროცესები დანიაშიც დაიწყო, მართალია, უფრო მცირე მასშტაბით, თუმცა კრიმინალთან გამკლავება მაინც უწევთ.
წყარო: euronewsgeorgia

ასევე დაგაინტერესებთ