დანიამ უკრაინისთვის 210 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

დანიის მთავრობა და საპარლამენტო კომიტეტი უკრაინისთვის 1.4 მილიარდი დანიური კრონის (217 მილიონი დოლარი) ოდენობის ახალი, 28-ე სამხედრო დახმარების პაკეტის დეტალებზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას უკრაინული მედია დანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით დაფინანსებას ე.წ. „დანიური მოდელისთვის“ (იარაღის წარმოება უკრაინაში) 100 მილიონი კრონის ოდენობით.
ამასთან, დამატებით 370 მილიონ კრონს გამოყოფს PURL-ის ინიციატივისთვის – უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვისთვის – და 80 მილიონ კრონს საწვავისთვის, რომელსაც ნატო-ს მხარდაჭერისა და მომარაგების სააგენტოს მეშვეობით შეიძენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)