დანიამ უკრაინას F-16-ების მეორე პარტია გადასცა

დანიამ უკრაინას F-16-ების მეორე პარტია გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ავრცელებს.
„დანიის მიერ გადმოცემული F-16-ების მეორე პარტია უკვე უკრაინაშია. ეს სიცოცხლის დაცვისას გამოჩენილი ლიდერობაა, რომლითაც გამოირჩევა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიკსენს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები უკრაინის ცის დაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
ცნობისთვის, გასულ თვეში მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ დანიამ უკრაინას F-16-ის ტიპის 19 ავიაგამანადგურებლიდან პირველი პარტიის სახით 6 უკვე გადასცა.
წყარო: ინტერპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”