“დანა-სისხლად არიან გადაკიდებული გომელაურ-ლილუაშვილ-ღარიბაშვილთან” – ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება და ადასტურებს, რომ მას ინფორმაციებს “ოცნების” ყოფილი ჩინოვნიკები აწვდიან.
“დანა-სისხლად არიან გადაკიდებული გომელაურ-ლილუაშვილ-ღარიბაშვილთან. ისინი ამ ისტერიკით ადასტურებენ ერთ რამეს: შიგნით აქვთ უბედურება დაჭმა და მეთი ინფორმაცია მაქვს თუ არა? კიდევ უფრო მეტი მაქვს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის მარტივი რამის დადასტურდება: უახლოეს დღეებში დაიჭერენ ან ლილუაშვილს, ან ღარიბაშვილს, ან გომელაურს. ბატონო ბიძინა, მარტო დარჩებით, ხომ ხვდებით? ხომ ხედავთ? ც ადასტურებს, რომ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური – ყველა ჩემთან თანამშრომლობს, ყველას ინფორმაციები მოაქვს. თქვენ ხომ ხვდებით, რომ დარჩებით მიქანაძის, ოხანაშვილის და ამ შეშლილი კობახიძის ამარა. ღარიბაშვილზე ვთქვი – მიქაუტაძე დაუჭირეთ, მისი ჯიბე. გომელაურის გადადგომა ვთქვი – ორ დღეში გადადგა. რიჟვაძეზე ვთქვი – ფაქტობრივადმ ან კლავდით, ან თავს იკლავდა. ბიზნესზე ვთქვი – “ზარალადან” დაწყებული პაპაშვილით გაგრძელებული და ჩხაიძეს, საერთოდ, შვილი დაუჭირეთ. რომელი ერთი მოვყევი და არ დადასტურდა? ლილუაშვილს ვთქვი, რომ 100 მლნ დოლარს სთხოვთ, ოხანაშვილმა აგერ თქვა, რომ დიახ, გამოძიებას მასთან კითხვები აქვს. ამიტომ, თქვენ აბსოლუტურად მარტო დარჩებით ამ შეშლილების ამარა.”

ასევე დაგაინტერესებთ