უკრაინის საელჩოსთან შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით რუსთველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. დღევანდელი მარში უკრაინაში ომის დაწყების სამი წლის თავს უკავშირდება და ამ ფორმით მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ მეგობარ ქვეყანას.
“ცეცხლი ოლიგარქიას”, “დამხობა პუტინის რეჟიმს”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”- სკანდირებენ მსვლელობის მონაწილეები. ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და საქართველოში მცხოვრები უკრაინელებიც.
