ავტოდაზღვევის მფლობელები სადაზღვევო კომპანიებისგან ზარალის ანაზღაურებას თაღლითური სქემებით აქტიურად ცდილობენ და ახერხებენ. სქემა ასეთია: დაზღვეული კომპანიას მანქანის დაზიანების შესახებ ატყობინებს და ეუბნება რომ დაზღვეული საკუთრება დაზიანებული დახვდა, მაშინ როცა დასახელებული მიზეზი შესაძლოა სიმართლეს არ შეესაბამებოდეს.
პსპ დაზღვევას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გვიხსნის, იმის დადგენა თუ რა ვითარებაში დაზიანდა ავტომობილი ხშირად შეუძლებელია, შესაბამისად კომპანიას ზარალის ანაზღაურება უწევს.
“მაღალი სიხშირე არის დაბალი ოდენობის ზარალების ანაზღაურებაზე და როცა ზარალი არის 50-100 ათასი ლარის ზემოთ ეს სიხშირე თაღლითობის არის ძალიან დაბალი. “ფროდი” დაზღვევაში, ეს ქართველს არ მოუგონია და ყველგან ხდება. ეს არის თალღითობა, პირადი სარგებლის მიღების მიზნით ეს არის სადაზღვევო ზარალის დადგომის ინსცენირება, რის შედეგადაც ადამიანი იღებს ანაზღაურებას და მოგებას დაუმსახურებლად.
ამის მართვის სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს და ყველა სადაზღვევო კომპანია თავისით განსაზღვრავს პრევენციის და კონტროლის მექანიზმებს. მსოფლიოში არსებობს ბაზები, სადაც ხვდებიან ავტომფლობელები, რომლებიც მიდრეკილები არიან ასეთი თაღლითობისკენ და მათი მონაცემების შეკვრა ხვდება. ამ მონაცემებზე წვდომა კი ხვდება პერსონალური მონაცემების დაცვით. ამის ანალოგი არის საქართველოში საბანკო სექტორში არსებული კრედიტ ინფო,” – ამბობს PSP დაზღვევას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოფო ლებანიძე.
დამხვდა დაზიანებული – ასე მოიხსენიებენ სადაზღვევო კომპანიები მსგავსი ტიპის ზარალებს. არდის გენერალური დირექტორის თქმით, ავტოდაზღვევის პორტფელში ზარალების ნახევარი სწორედ ასეთი სტატუსის მქონე შემთხვევებზე მოდის. მიხეილ ჯაფარიძის განცხადებით, პრობლემა წლიდან წლამდე მწვავდება და ამის მიზეზი შემთხვევების ზრდასთან ერთად ავტო მომსახურებაზე ფასის ზრდაა.
“შემთხვევების ნახევარი არის დახვდა დაზიანებული, თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანიაში. დამხვდა დაზიანებულის უმეტესი ნაწილი არის “ფროდი”. ეს არის პატარა თანხები, თუმცა რომ იკრიბება ძალიან დიდი თანხები გამოდის. ცხადია, იმ თანხების ანაზღაურება, რომელიც არ უნდა გადახდილიყო ზარალებში, აისახება ფასში და ზარალიანობაში. დამხვდა დაზიანებული არის მუდმივი თავის ტკივილი ბოლო 7-8 წელია, მაგრამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მტკივნეული გახდა, რადგან კოვიდამდე თუ ერთი ნაჭრის შეღებვა ღირდა 100-150 ლარი, დღეს 300-400 ლარი ღირს, რაც ცვლის მოცემულობას,”- ამბობს მიხეილ ჯაფარიძე.
ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა ავტოსადაზღვევო უფრანშიზო შეთავაზებები გაძვირდება, რაც მომხმარებელს შეთავაზებებზე ნულოვან ფრანშიზით უარის თქმა და თანამონაწილეობის ვალდებულების მქონდე მომსახურებაზე არჩევანის გაკეთება მოუწევს.
წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ავფროდიტოდაზღვევა 25%-ით გაძვირდა და ერთადერთი გამოსავალი, რომელსაც სადაზღვევო კომპანიები მომხმარებელს ურჩევენ არის ის რომ გაზარდონ ფრანშიზა, ე.წ აუნაზღაურებელი მინიმუმი, იმისთვის, რომ რეალური სადაზღვევო პროდუქტი მიიღონ, იმიტომ რომ დაზღვევა არის მაჟორული რისკებისთვის და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ 50 ან 100 დოლარი აინაზღაუროს.
ტრენდია მსოფლიოში ეს, იზრდება ფრანშიზა და ერთადერთი საშუალება, რომ ადამიანმა ავტოდაზღვევაზე მოახდინოს თანხის დაზოგვა იქნება აუნაზღაურებელი მინიმუმის ზრდა,”- აცხადებს არდის გენერალური დირექტორი.