“დამშვიდდით ყველაფერი კარგად არის, ვდგები ისევ ფორმაში…” – თაკო კორინთელი შეცვლილი იმიჯისა და ნეგატიური კომენტარების შესახებ – Marao

“ჩემმა ქმარმა თურქ კაცს, ვინც სალონში დაგვხვდა, ჰკითხა, – თავის გადაპარსვა უნდა და დასვამთ, მიიღებთო? – კი, დაბრძანდითო, – უპასუხა. – მე არა, ჩემი ცოლიო, – განუმარტა ჩემმა ქმარმა. ამის გაგონებაზე მთელი სალონი შეიკრიბა, რადგან გრძელი, ხუჭუჭა თმა მქონდა. ჩემი მეუღლე თურქულად საუბრობს. კაცმა ათჯერ ჰკითხა, – ნამდვილად მზადაა, დავიწყოო? ბოლოს, საპარსი აპარატი უკვე ხელში ეჭირა, მაგრამ მაინც შეჩერდა და კიდევ ერთხელ ჰკითხა, – ნამდვილად? დარწმუნებულიაო? მგონი, ცოტათი ეჭვი შეეპარა, ამას ქმარი ხომ არ აძალებსო?..”
“ჩაცმის სტილს რაც შეეხება, “პრინცესული”, ვარდისფერი სამოსი ისევ მიყვარს – ახალი ვარცხნილობა ამას ხელს არ უშლის. ვარდისფერი ქუდიც მაქვს ხოლმე თავზე “დამხობილი”. ახლა ვარდისფერი პარიკების ყიდვას ვაპირებ, ოღონდ – საეთეროდ. მანამდე ვერ გავბედავდი, რომ მაგალითად, პარიკები დამეფარებინა…
“არასტაბილური მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში გახლავარ, რაშიც ჩვენს ექსპრომტად მიღებულ გადაწყვეტილებებს ვგულისხმობ, თორემ სხვა მხრივ, თუნდაც გარეგნობასთან დაკავშირებით, სტილის რადიკალური შეცვლა არასოდეს გამიბედავს. კი, ბავშვობაში თავის გადაპარსვა ძალიან მინდოდა, მაგრამ ამის უფლებას ვინ მომცემდა?! უბრალოდ, ვოცნებობდი და მსიამოვნებდა…” – ამბობს თაკო კორინთელი ჟურნალ “გზასთან” ინტერვიუში. ეს გაბედული ნაბიჯი თაკოს მეგობრებმა და გულშემატკივრებმა მოუწონეს – ის ყველა ფორმაში შესანიშნავად გამოიყურება. გრძელი, ხვეული თმის შემდეგ ტელეწამყვანის ეს იმიჯი მართლაც განსხვავებული და შთამბეჭდავია. თაკომ სტილის შეცვლის ამ გადაწყვეტილებისა და საზოგადოების კომენტარების შესახებ “სიცრუის დეტექტორში” ისაუბრა:
“იმდენი მითქმა-მოთქმა ამ ყველაფერზე, ჯერ ჩემი გასუქება ხომ არ ვიცი, გადამაყოლეს. დამშვიდდით ყველაფერი კარგად არის, ვდგები ისევ ფორმაში. ჰორმონალურმა წამლებმა გამოიწვია თმის ხარისხის გაფუჭება და მითხრეს, რომ თუ გაბედავ და თმას გადაიპარსავ გაჯანსაღების მიზნით, ძალიან კარგი იქნებაო. ვფიქრობდი, მაგრამ ვერ ვბედავდი იმიტომ, რომ ყოველთვის ძალიან დიდი თმა მქონდა. ჩემი თმის მოვლის რუტინა იყო მთელი ამბავი, ძალიან მიყვარს თმის მოვლა…
მიუხედავად იმისა, რომ მინდოდა თავის გადაპარსვა ვფიქრობდი, რომ თავის ფორმა მექნებოდა ცუდი, ვაკრიტიკებდი საკუთარ თავს, მაგრამ ლევანი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ძალიან ლამაზი თავის ფორმა გაქვს და მე ყველანაირი მიყვარხარო. მოკლედ შევედი სალონში დავჯექი და გადავიპარსე თმა… სარკეში რომ ჩავიხედე ისე მომეწონა საკუთარი თავი..მერე ეს თემა იყო განხილვის საგანი, ათრიეს სოციალურ ქსელში რომ რა დაემართაო, იწერებოდა ცუდი სტატიები…“
წლების განმავლობაში თაკო კორინთელს ტელეკომპანია „მაესტროში“ საინფორმაციო გადაცემა მიჰყავდა. ერთ-ერთი ინტერნეტგამოკითხვით, ის ყველაზე ლამაზ ტელეწამყვანადაც დაასახელეს. შემდეგ კი კულინარიული გადაცემიდან, რომელიც ტელეკომპანია „პალიტრა ტვ“-ზე მიჰყავდა, პირდაპირ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა. ამის მიზეზი ბარბარიკას როლის შემსრულებლის, მარიშკა ჯავახაძის ტრავმა გახდა. მას ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, ამიტომ მისი როლისთვის სასწრაფოდ შემცვლელის პოვნა გახდა საჭირო…გაგრძელება