დამტკიცდება თუ არა რუსთავში 2024 წლის ბიუჯეტი – საკრებულოში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს, განხილვა კამათისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

დამტკიცდება თუ არა რუსთავში 2024 წლის ბიუჯეტი – საკრებულოში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს, განხილვა კამათის და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ქალაქის მერიც. ბიუჯეტის განხილვამდე დეპუტატები ჯერ სხვა საკითხებს განიხილავენ, თუმცა ყველა თემაზე საკრებულოში აზრთა სხვადასხვაობაა.
წინასწარ არის ცნობილი, რომ პოზიციები განსხვავებულია ბიუჯეტზეც. აქამდე, უმრავლესობაში მყოფი ოპოზიცია აცხადებდა, რომ ფინანსურ დოკუმენტს არ ექნებოდა მათი მხარდაჭერა.
“რუსთავის ბიუჯეტი უნდა იყოს რუსთავსა და რუსთაველებზე მორგებული. თითოეული ის პროგრამა, რომელიც იქნება მთელი წლის განმავლობაში, ის პროგრამები და ის პროექტები უნდა იყოს, რომელიც არის ხალხისთვის, რუსთაველებისა და რუსთავისთვის მნიშვნელოვანი. თქვენ კარგად ხედავთ, რომ ქალაქში კეთდება ძალიან ბევრი რაღაც – ეს არის დამსახურება ოპოზიციური საკრებულოსი. “ქართული ოცნების” შემოთავაზებულ ამ ბიუჯეტში არ არის გატარებული ხალხის ინტერესები და ამ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ. რუსთავის მერია როდესაც შესთავაზებს რუსთაველებსა და საკრებულოს ხალხზე მორგებულ ბიუჯეტს, მაშინ დავუჭერთ ჩვენ მხარს,” – აცხადებს რუსთავის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ჯუმბერ მგელაძე.
რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, ამირან ჯანჯღავა ოპონენტების კრიტიკას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ბიუჯეტი სწორედ საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით არის შედგენილი.
“ხდება 25-მილიონიანი ზრდა, რაც უპრეცედენტოა, 116 მილიონით ვიწყებთ ამ წლის ბიუჯეტს. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ქალაქის მერი, როგორც მომხსენებელი წარმოდგენილია, ის არგუმენტირებულად, კონსტრუქციულად, ამომწურავად პასუხობს თითოეულ შეკითხვას, რაც ოპონენტებისთვის პოლიტიკური პერფორმანსის ჩაშლის წინაპირობაა. ამდენად, ასეთი პროცესი და სცენარის განვითარება მათ არ აწყობთ და ისინი ყველანაირად ცდილობენ, პროცესი მიიყვანონ ჩიხამდე, რათა არ მივიდეთ ბიუჯეტის საკითხის კენჭისყრამდე.
ჩვენს ოპონენტებს ავიწყდებათ ერთი რამ – ეს “ქართული ოცნების” ბიუჯეტი კი არ არის, ეს არის “ქართული ოცნების” გუნდის მიერ მოსახლეობასთან აქტიური, ეფექტური კომუნიკაციის შედეგად კვლევების, მათი გამოწვევებისა და საჭიროებების მიხედვით შედგენილი ქალაქის ბიუჯეტი,” – აცხადებს ამირან ჯანჯღავა.

ასევე დაგაინტერესებთ

არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიციის მფარველებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო – ქართველი ხალხი მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და უარს ეუბნება კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას

პრემიერი აშშ-ში ვიზიტზე – მინდა, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო