„დამტვერვის სეზონზე სრული დატვირთვით ვმუშაობთ“ – შალე სურამი

„ამინდებმა ხელი შეგვიწყო და დამტვერვის სეზონი წელს სურამში ადრე დაიწყო“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ შალე სურამის წარმომადგენელმა, ჯული ანპილოგოვამ უთხრა. მისი თქმით, სეზონი, სავარაუდოდ, 10 ივნისამდე გაგრძელდება.
„დამტვერვის სეზონი ყოველთვის მოთხოვნადია, სრული დატვირთვით ვმუშაობთ. დამტვერვის სეზონზე, ადგილობრივი დამსვენებლების რაოდენობა გაცილებით მაღალია ვიდრე უცხოელების.
რაც შეეხება ფასებს, კვლავ შარშანდელი ფასები გვიკავია, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ფასი და არ გავაძვიროთ, ერთი ღამით 4 პერსონიან კოტეჯში განთავსება 400-დან 600 ლარამდე მერყეობს და ცვლილება დამოკიდებულია სამუშაო და დასვენების დღეებზე.“ – აცხადებს ჯული ანპილოგოვა.
სასტუმრო შალე სურამი 12 თვიანი სასტუმროა, ანპილოგოვას თქმით დატვირთულობა ყველა სეზონზე მაღალია, სასტუმროს შეთავაზებაში შედის მოწესრიგებული კოტეჯი, თერმული აუზი, სასტუმრო სერვისის მომსახურება და საუნა. სივრცეში არის 6 კოტეჯი, რომელთაგანაც 5 კოტეჯი არის 4 პერსონიანი და ერთი ორ პერსონიანი.
„ჩვენ ვმუშაობთ 12 თვე წელიწადში, ყველაზე დაბალი სეზონი ოქტომბერი-ნოემბერი და მარტი-აპრილია, სხვა თვეები სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ჩვენთან ძირითადად წინასწარი ჯავნშნებია, მოთხოვნა არის ძალიან დიდი, მუდმივი სტუმრები გვყავს ძალიან ბევრი. ამჟამად სექტემბრის ჩათვლით ადგილები სრულად დაჯავშნილია.
საბედნიეროდ ჩვენ რეგიონში ძალიან ბევრი ტურისტია, ძალიან გვიხარია , რომ რეგიონი გამოცოცხლდა და გახდა ძალიან ცნობადი ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის , გერმანია, ავსტრია, , და “ – აღნიშნა ჯული ანპილოგოვამ.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ვითარებას ანპილოგოვა აცხადებს, რომ ამ მოვლენების გამო შემცირებულია ახალგაზრდების ჯავშნები, რაც გულისხმობდა დაბადების დღეების გადახდას და უბრალოდ დასვენებას.
„ახალგაზრდების წვეულებები შემცირებულია , მივესალმებით, რომ ისინი არიან აქციებზე მომავლისთვის საბრძოლველად გასული. თუმცა რადგან ახლა დამტვერვის სეზონია მაინც უფრო საოჯახო სეზონია, ივნისის 20-დან ველოდებით ახალგაზრდების ჯავშნებს“ – აღნიშნა ჯული ანპილოგოვამ.
შალე სურამი სამომავლოდ გაფართოებას და სხვა რეგიონში შალეს შვილობილი სასტუმროს გახსნას გეგმავს.