დამოუკიდებლობის დღეს 30-მდე ქვეყანაში აღვნიშნავთ, მათ შორის, ესტონეთში და აშშ-ში — საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები საზღვარგარეთის ქვეყნებში მასობრივად გააუქმეს.
საგარეო უწყების ცნობით, ეს ღონისძიებები დაგეგმილია 30-მდე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საზღვარგარეთ, მათ შორის, ესტონეთში და -ში, სან-ფრანცისკოს საკონსულოში.
ასე გამოეხმაურა უწყება „მთავარი არხის“ მიერ დღეს, 17 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამინისტრო აუქმებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საზღვარგარეთ. ტელეკომპანიამ, ამ ინფორმაციის დასადასტურებლად, წარადგინა წყაროსგან მიწოდებული ორი ელექტრონული შეტყობინება. ერთში ს საელჩო ტალინში დაგეგმილ მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს ღონისძიების გაურკვეველი ვადით გადადების შესახებ წერს, მეორეში — სან-ფრანცისკოს საკონსულო ღონისძიების გაუქმების შესახებ იტყობინება.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ღონისძიებები ტექნიკური მიზეზებით გადაიდო და მოგვიანებით დამოუკიდებლობის დღეს ამ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებიც აღნიშნავენ.
„როგორც წესი, ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა უშუალოდ სადღესასწაულო თარიღზე ვერ ხერხდება და ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა მსოფლიოში – როგორც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის შემთხვევაში, ასევე საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ. განსაკუთრებით, ეს ეხება საელჩოს სახელით გამართულ მიღებას, რომლის დროსაც გასათვალისწინებელია მრავალი სხვადასხვა ფაქტორი. შესაბამისად, ყოველ წელს, საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების, მიღების გამართვა არ ხდება ზუსტად 26 მაისს. წელსაც, 70-ზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობიდან 30-მდე საელჩოს დაგეგმილი აქვს მიღების გამართვა მაისის მეორე ნახევარში/ივნისის დასაწყისში, ნაწილს ივნისის შუა რიცხვებში, ზოგიერთს – ივნისის ბოლოსაც კი,“ — აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„მთავარი არხი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ამბობდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში აპირებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გაუქმებას გარდა უნგრეთისა და სა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!