“დამოუკიდებლობის დღემდე ცოტა ხნით ადრე, “ქართული ოცნება” რუსეთისადმი თავისი ერთგულების დემონსტრირებას ახდენს” – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟიგიმანტას პავილიონისი პლატფორმა X-ზე წერს და ზურაბ ჯაფარიძის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
დამოუკიდებლობის დღემდე ცოტა ხნით ადრე “ქართული ოცნება” რუსეთისადმი თავისი ერთგულების დემონსტრირებას ახდენს. ქვეყნის შიგნით რუსული ოკუპაციის გავრცელების სულ უფრო და უფრო მეტი ნიშანია. ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის ნაცვლად “ქართული კოშმარი” რუსეთსა და ბელარუსში ახდენს ინტეგრაციას”, – წერს პავილიონისი.
შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში გუშინ, 22 მაისს დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.
