დამოუკიდებლობა არასოდეს არ უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად – ჰერჩინსკი საქართველოს მოქალაქეებს 26 მაისს ულოცავს

საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა ევროკავშირის ელჩმა მ.
მან დღეს, 26 მაისს საქართველოს მოქალაქეებს მიმართა, რომ აქვთ საფუძველი იამაყონ, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეს და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებენ.
ელჩი ჰერჩინსკი ხაზს უსვამს, რომ ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა, სასიცოცხლო დახმარებას უწევდა, მხარს უჭერდა დემოკრატიულ რეფორმებს, ხსნიდა წვდომას ევროპულ ბაზრებზე და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალებას აძლევდა:
„ამავდროულად, ეს დღე მძლავრი შეხსენებაა იმისა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასოდეს არ უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული – სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით”.
პაველ ჰერჩინსკის სიტყვებით, ამაყობენ, რომ საქართველოს მეგობრები არიან. ევროკავშირის ელჩი ვიდეომიმართვას ასრულებს სიტყვებით: „წინ საქართველო, წინ!”
ბოლო წლებია ევროკავშირისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ურთიერთობები მკვეთრად გაუარესებულია. ევროკავშირის წევრმა არაერთმა სახელმწიფომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და მათი პოლიტიკის მხარდამჭერებს სანქციები დაუწესა ანტიდემოკრატიული კანონების, მათ შორის ე.წ. აგენტების კანონის და ლგბტქ თემის უფლებების შემზღუდავი კანონის და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო.
საქართველოში პროევროპული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკებების დაწყების საკითხს.
ფორუმი