დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა უკრაინაში ომში 56 452 რუსი ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურეს

ჟურნალისტებმა ში ომში 56,452 რუსი ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურეს. ასეთი შედეგი იმ კვლევისა, რომელსაც „მედიაზონა“ და BBC-ის რუსული სამსახური ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის განმავლობაში ატარებს.

პუბლიკაციების კორესპონდენტები, მოხალისეთა გუნდთან ერთად, ქმნიან დადასტურებული დანაკარგების სახელობით ჩამონათვალს. ინფორმაცია გროვდება ღია მონაცემების მიხედვით: რეგიონული ხელისუფლების შეტყობინებებიდან, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ნეკროლოგებიდან, მედიაში არსებული პუბლიკაციებიდან და ხდება მათი ხელახალი შემოწმება.
ანგარიშები ქვეყნდება ყოველ ორ კვირაში ერთხელ. ივნისის დასაწყისიდან პერიოდში დადასტურდა კიდევ 1 689 რუსი ჯარისკაცის დაღუპვა. სეპარატისტული დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც 2022 წლამდე არ იყვნენ რუსეთის არმიის შემადგენლობაში, არ შედიან საერთო ჯგუფში.
გარდა ამისა, სტატისტიკაში არ შედის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დანაკარგი, 19 547 ჯარისკაცი, რომელთა შესახებ ცნობა ხელთ ჩაუვარდათ გამოკვლევის ავტორებს.
რუსეთი და უკრაინა ომში დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ ასაჯაროებენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების დანაკარგი რუსეთისაზე ხუთჯერ მეტია. მაგრამ ამ განცხადებას არანაირი მონაცემი არ ადასტურებს. თებერვალში უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან უკრაინელების დანაკარგმა 31 ათასი ადამიანი შეადგინა. ეს ციფრი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს