დამისახელეთ ერთი პრეცედენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ ადამიანს ქონება დაეგროვებინოს საზღვარგარეთ, შემდეგ თავისი ნებით ჩამოეტანოს და დაეხარჯა 3 მლრდ დოლარი ქველმოქმედებაში – ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

დამისახელეთ ერთი პრეცედენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ ადამიანს ქონება დაეგროვებინოს საზღვარგარეთ, შემდეგ თავისი ნებით ჩამოეტანოს და დაეხარჯა 3 მლრდ დოლარი ქველმოქმედებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 20 წლის განმავლობაში 3 მლრდ დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში.
“თქვენი ტელევიზია ეკუთვნის ოლიგარქ კეზერაშვილს. ოლიგარქის განმარტება თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად მოიპოვოთ ინტერნეტში, არის ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს რესურსებზე გამდიდრდა, ამას იყენებს და იყენებს ხალხის რესურსს, ქვეყნის რესურსს. ბატონი ს ქველმოქმედება მინდა შეგახსენოთ, დამისახელეთ ერთი პრეცედენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ
ადამიანს ქონება დაეგროვებინოს საზღვარგარეთ, შემდეგ თავისი ნებით ჩამოეტანოს და დაეხარჯა, დახარჯა 3 მლრდ დოლარი ქველმოქმედებაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში. სად იყო მაშინ პოლიტიკაში ან სად იყო გაცხადებული მიზნები, რომ პოლიტიკაში აპირებდა შემოსვლას?! ფაქტი არის შემდეგი, რომ ეს არის დეზინფორმაციული პროპაგანდა. აი, ამ სიცრუეს, ამ დეზინფორმაციას და ყველა აი ამ ცრუ პროპაგანდას, ყველაფერს ბოლო მოეღება და კიდევ ერთხელ, მინდა მოგილოცოთ ახალი წელი, გისურვოთ მშვიდობა, სტაბილურობა და გამარჯვება,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება, რომელიც კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებიდან ნახევარ საათში გავრცელდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი პროცესი ერთი ცენტრიდან იმართება – არავინ ეკითხება ცალკეულ ქვეყნებს, ისე ასაჯაროებენ Deep State-ის პოზიციას მათი სახელით

გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში

ზაზა შათირიშვილის ბოლო წერილს თუ გავიხსენებთ, აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი თითქოს გამოეხმაურა მას. ტულსი გაბარდი საუბრობს არაფორმალურ გავლენებსა და „რაშა გეითის“ საქმეში “დიფ სთეითის” ჩარევაზე – ომის პარტიის წევრები ყველაფერზე მიდიან, რათა ხალხმა არ გაიგოს სიმართლე